ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეუთოს წარმომადგენლები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს განახორციელებენ

29 იანვარი, 2015 • 933
ეუთოს წარმომადგენლები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს განახორციელებენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან მონიტორინგში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლობები მიიღებენ მონაწილეობას.

 

მონიტორინგის ჩატარებამდე კონფლიქტის მხარეებმა კვლავ დაადანაშაულეს ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.

 

აზერბაიჯანის მხარის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში მის პოზიციებს ცეცხლი 87-ჯერ გაუხსნეს. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მონაცემებით კი, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გასული 24 საათის განმავლობაში სამასზე მეტჯერ დაარღვიეს ზავის რეჟიმი.


ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფ ხაზზე; ფოტო: kavkaz-uzel.ru
ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფ ხაზზე; ფოტო: kavkaz-uzel.ru

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი