ახალი ამბები

22 საგარეო საქმეთა მინისტრი ISIS-ის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს

22 იანვარი, 2015 • 1172
22 საგარეო საქმეთა მინისტრი ISIS-ის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს

“ისლამურ სახელმწიფოზე”, რომელიც ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, კოალიცია აშშ–ის წინამძღოლობით საჰაერო დარტყმებს აგვისტოდან ახორციელებს. თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰამონდი ამბობს, რომ ბევრად უფრო მეტის გაკეთება არის საჭირო. როგორც მან განაცხადა, ამ ქვეყნებს სურთ, რომ შეაჩერონ “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების მსურველთა ნაკადი და გადაუჭრან მათ დაფინანსების გზები.

 

ასევე, შეხვედრაზე მინისტრები ისაუბრებენ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლთათვის უფრო მეტი სამხედრო დახმარებისა და მათი მსხვერპლისთვის უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაზე.

 

ევროპის პოლიციის სააგენტოს, ევროპოლის შეფასებით, ერაყსა და სირიაში საბრძოლველად ევროკავშირის 5 000–მდე მოქალაქე გაემგზავრა, ათასობით ადამიანი კი – არაბეთიდან და მუსლიმური ქვეყნებიდან.

 

როგორც BBC წერს, ისლამისტი შეიარაღებული პირების უკანასკნელმა თავდასხმებმა საფრანგეთში გამოიწვია კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მთავრობაზე, რათა მათ გადამწყვეტი შედეგები აჩვენონ.

 


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰამონდი და აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში მასპინძლობენ ISIS–ისთან მებრძოლი კოალიციის წევრების შეხვედრას © EPA 22.01.2015
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰამონდი და აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში მასპინძლობენ ISIS–ისთან მებრძოლი კოალიციის წევრების შეხვედრას © EPA 22.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი