ახალი ამბები

ნათლისღება ბათუმში [ფოტო]

19 იანვარი, 2015 • 1333
ნათლისღება ბათუმში [ფოტო]

 

 ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლი საკათედრო ტაძარში ღამის 12 საათისთვის შეიკრიბა. წყლის კურთხევის შემდეგ მრევლის ნაწილი ტრადიციულად ზღვის ნაპირზე გავიდა და წყალში შევიდა. ამ ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი და მთავრობის თავმჯდომარეებიც მონაწილეობდნენ. 

 

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია [6] 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი