ახალი ამბები

მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ასეულმა ავღანეთში მისია გადაიბარა

6 იანვარი, 2015 • 1105
მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ასეულმა ავღანეთში მისია გადაიბარა

 

გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც “გადამწყვეტი მხარდაჭერის” ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.

 

 

მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგანოფიციალურად გადაიბარა. ქართველი სამხედროების ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი