ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანია “იმედს” საჩივრით მიმართეს

6 იანვარი, 2015 • 1006
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანია “იმედს” საჩივრით მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, რომელთაც “იმედის” თვითრეგულირების ორგანოს  საჩივრით 31 დეკემბერს მიმართეს, გადაცემაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ხუთი მუხლის  (14. 9, 18. 2, 33. 1 – 2, 44. 1, 47.11) დარღვევის ფაქტს ასაჩივრებენ. 

 

“ჟურნალისტი სიუჟეტში “მედრესეში მიბარებული ბავშვები” ავითარებს აზრს, თითქოს ქობულეთში მოქმედ მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონში მშობლები შვილებს სასწავლებლად არა რელიგიური მრწამსის, არამედ სოციალური სიდუხჭირის გამო აგზავნიან, რაც “რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას” , ასევე “უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას” წარმოადგენს და ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 


 საჩივარში ბავშვთა უფლებების დარღვევაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რაც სოციალური პრობლემის საილუსტრაციოდ არასრულწლოვანთა გამოყენებაში გამოიხატება.

 

“სიუჟეტის დასაწყისში პრობლემის საილუსტრაციოდ ჟურნალისტს მოყვანილი ყავს 13 წლის გოდერძის და ჯემალის მაგალითები. არ არის დაფარული არც პანსიონის სხვა მოსწავლეთა სახეები, რომელთაც ჟურნალისტი სოციალური გაჭირვების გამო მედრესეში გაგზავნილ მოზარდებად წარმოაჩენს”, – წერია საჩივარში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, საჩივარი სიზუსტის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასაც ეხება.

 

ტელეკომპანია “იმედის” ამავე გადაცემასთან დაკავშირებით “საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის” რეაგირებისთვის განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს. კოალიციის განცხადებით, გადაცემის ნაწილში, ბავშვთა თემატიკის გაშუქების დროს, ადგილი ქონდა დარღვევებსა და ეთიკური შეცდომებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი