ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრობის ექვსი კანდიდატურა წარუდგინა

31 დეკემბერი, 2014 • 1887
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრობის ექვსი კანდიდატურა წარუდგინა

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ცესკოს კომისიის წევრის, „გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის  კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას  კანდიდატურები დაასახელა“.

 

პეზიდენტის განკარგულების თანახმად ცესკოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. 

ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ორი კანდიდატურა – ლევან ტურაშვილი და ზურაბ ხრიკაძე 2 დეკემბერსაც წარუდგინა. მაშინ საქართველოს პარლამენტმა ორივე მათგანის კანდიდატურა ჩააგდო. მანამდე პარლამენტმა ჩააგდო კიდევ ერთი კანდიდატურა – ეკატერინე მოდებაძე. 

 

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტს ცესკოს წევრად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატურა – გიორგი შარაბიძე ჰყავს დამტკიცებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი