ახალი ამბები

ანონსი: 30 დეკემბერი

30 დეკემბერი, 2014 • • 1466
ანონსი: 30 დეკემბერი

11:00 საქსტატის დირექტორი მერი დაუშვილი და მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი:  უშანგი ჩხეიძის 23

 

11:00 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი და საბურთალოს გამგებელი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების გაზიფიცირების პროცესს და სიმბოლურად ქურის ანთების ცერემონიას დაესწრებიან.

 

11:00 “პირველი რადიოს” რადიო კლუბის სტუმრები კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივის” წარმომადგენლები იქნებიან.

თემა: შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაშლილი 35 მილიონიანი ტენდერი და დაზღვევის გარეშე დარჩენილი პოლიციელები

11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრება.

 

11:00 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის “სოლიდარობის ფონდი” და მოძრაობა “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” საქველმოქმედო აქციას გამართავს.

მის: დ. უზნაძის ქ. #68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” წარმომადგენელი ნიკა რურუა რუსული მაუწყებლობის წინააღმდეგ პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 ტრისტან წითელაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას: პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:30 სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოდგილე გიორგი ამაშუკელი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი დაესწრებიან.

 

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე წლის შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.

 

12:00 ჭიდაობის ფედერაციის ახლი პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

 

13.00 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საინჟინრო მიმართულებით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ჩოლოყაშვილის ქ. #3/5, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ ენათმეცნიერების კორპუსი)

 

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში კოკა ყანდიაშვილი მაესტროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

15:00 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

17:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების #2

30 დეკემბერი
30 დეკემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი