ახალი ამბები

მთავრობამ ღვინის მუზეუმის პროექტი განიხილა

18 დეკემბერი, 2014 • • 967
მთავრობამ ღვინის მუზეუმის პროექტი განიხილა

პროექტის ფარგლებში, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისს ღვინის კულტურის ცივილიზაციის ფონდის დამფუძნებელი სანტიაგო ვივანკო ეწვია, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს მუზეუმის იდეასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ოფიციალური ინფორმაციითვე, ის გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ღვინის მუზეუმის განხორციელების პროექტში და იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.


„ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ღვინის მწარმოებელ  ქვეყანაში სტუმრობა. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო ისეთ მნიშნვნელოვან პროექტს, როგორიცაა ღვინის მუზეუმი საქართველოში, რადგანაც თქვენი ღვინო მსოფლიო ღვინოების მამაა.  ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ღვინო უყვარს, უნდა მოინახულოს საქართველო,“–განაცხადა სანტიაგო ვივანკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი