ახალი ამბები

ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღეს

17 დეკემბერი, 2014 • 1817
ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღეს

Jerusalemonline-ს ცნობით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გასაჩივრდება, ხოლო თუ არ გასაჩივრდა, ძალაში 3 თვის განმავლობაში შევა.

 

“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჰამასისთვის ახლა გაცილებით უფრო მარტივი იქნება, რომ მიიღოს დაფინანსება ევროპული ორგანიზაციებისა და NGO–ებისგან,”– წერს Jerusalemonline.

 

“როიტერის” ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ისევ გაყინონ ჰამასის ანგარიშები 3 თვის განმავლობაში, რათა გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველებს დრო მისცენ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროპას აკრძალვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

 

“ჩვენ ველით, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნებენ ჰამასს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში,”– ნათქვამია განცხადებაში, სადაც ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ჰამასს “სასიკვდილო ტერორისტული ორგანიზაცია” უწოდა.

 

დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის აშშ, ეთანხმებიან ისრაელს, რომ ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, და მიუთითებენ ჰამასის მიერ 1993–2005 წლებში ღაზაში განხორციელებულ თავდასხმებზე. ჰამასი კი აცხადებს, რომ ის ლეგიტიმურ წინააღმდეგობის მოძრაობას აწარმოებს და გაასაჩივრა ევროკავშირის 2001 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტერორისტთა სიაში შეიყვანეს.

 

“ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაშვებული ისტორიული შეცდომის გამოსწორებაა. ჰამასი წინააღმდეგობის მოძრაობაა და ყველა საერთაშორისო კანონისა და სტანდარტის მიხედვით, აქვს უფლება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპაციას,”– განაცხადა ჰამასის წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა “როიტერთან” საუბრისას.

 

~

ჰამასის მოძრაობის წევრები 14.12.2014  © EPA
ჰამასის მოძრაობის წევრები 14.12.2014 © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი