ახალი ამბები

ჯგუფი “New York Voices” და თბილისის სიმფონიური ორკესტრი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

17 დეკემბერი, 2014 • • 1022
ჯგუფი “New York Voices” და თბილისის სიმფონიური ორკესტრი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

პრემიერ -მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „New York Voices“-ისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას.

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

 

სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წლის ივნისში  შეიქმნა. ფონდი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მობილიზებასა და  პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ისახავს მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი