ახალი ამბები

კალაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფრთხეს ვერ ვხედავ

17 დეკემბერი, 2014 • 1102
კალაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფრთხეს ვერ ვხედავ

“იმდენად სწარაფად ვითარდება პოლიტიკური მოვლენები, ცოტა გამიჭირდება ვთქვა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. თუმცა ამ ეტაპზე ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მინდინარეობს, მთავრობა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, თუ რამე ცვლილებები მოხდება, ინფორმაცია გასაჯაროვდება,”– განაცხადა კახი კალაძემ.

 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ  “ვადამდელი საპარლამენტო არჩევების შესახებ დიდი ხანია არის ლაპარაკი” და აღნიშნა, რომ მას ეს სწორად არ მიაჩნია.

 

კახი კალაძე
კახი კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი