ახალი ამბები

ორი აქცია და მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები საყდრისში [ვიდეო/ფოტო]

15 დეკემბერი, 2014 • • 1350
ორი აქცია და მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები საყდრისში [ვიდეო/ფოტო]

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის მხარდამჭერები საყდრისში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ, პირველ საათზე ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც აქცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროსთან გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე მიწის მსხვილმასშტაბაიანი სამუშაოები შეწყდეს, რასაც ისინი “ძეგლის განადგურებად” მიიჩნევენ.

“ჩვენ არ გავჩერდებით, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ეს ბორცვი ჯერ კიდევ დანგრეული არ არის, ჩვენ შეგვიძლია ჯერ კიდევ შევაჩეროთ ეს ვანდალური ქმედება, რაც ძეგლის მიმართ არის განხორციელებული”, ამბობს სალომე ჭანტურიძე, აქციის მონაწილე.

“ძეგლის მეგობრის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველა ადამიანმა, რომელმაც ხელი მოაწერა “უკანონო გადაწყვეტლებას”, სასაართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი. სალომე ჭანტურიძე ხაზს უსვამს იმას, რომ მათ, “ვისაც საყდრისის განადგურება სურს”, სასამართლოს გვერდის ავლით სურს საწადელს მიაღწიოს, რადგან მთავრობაში ჰყავს მხარდამჭერები.

საყდრისში თბილისიდან ჩასულ მომიტინგეებს საყდრისის ბორცვთან, სადაც არქეოლოგური ობიექტი მდებარეობს, კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ RMG Gold-მა საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე მიწის სამუშაოები უნდა განაახლოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამუშაოს გარეშე დარჩებიან.

თუმცა ადგილობრივებს შორის იყვნენ ისინი, ვინც საუბრობენ იმის შესახებ, რომ RMG-ის მუშაობამ მათ ზიანი მოუტანა. რომან მუსხელიშვილი ამბობს, რომ საწარმომ საკუთარი საჭიროებისთვის წყარო მიისაკუთრა, რომელსაც ადგილობრივები სარწყავად იყენებდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დათმობენ და კულტურის სამინისტროსთან აქციებს ყოველ დღე გამართავენ.

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

პოლიციელები მობილიზებული არიან აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის, საყდრისში. 15.12.2014

საყდრისის მხარდასაჭერი აქციის მონაწილე სიტყვით მიმართავს აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს. 15.12.2014
საყდრისის მხარდასაჭერი აქციის მონაწილე სიტყვით მიმართავს აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს. 15.12.2014

საყდრისის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები და საყდრისის არქეოლოგიური ობიექტზე მომუშავე ექსკავატორები. 15.12.2014
საყდრისის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები და საყდრისის არქეოლოგიური ობიექტზე მომუშავე ექსკავატორები. 15.12.2014

პოლიცელებსა და დაცვის წევრებს საყდრისის ბორცვისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქოქნდათ. 15.12.2014
პოლიცელებსა და დაცვის წევრებს საყდრისის ბორცვისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქოქნდათ. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი