ახალი ამბები

“მანდარინები” ოქროს გლობუსზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში არის წარდგენილი

11 დეკემბერი, 2014 • 1225
“მანდარინები” ოქროს გლობუსზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში არის წარდგენილი

ოქროს გლობუსის ნომინანტების სია დღეს გახდა ცნობილი. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგოერიაში “მანდარინებს” კონკურენციას უწევენ “Force Majeure” (შვედეთი), Gett: The Trial of Viviane Amsalem (საფრანგეთი), Ida (პოლონეთი) და Leviathan (რუსეთი).

 

დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლაცია 11 იანვარს NBC–ზე გაიმართება.

 

“მანდარინები” 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. 

 

“მანდარინებს” უკვე რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. ფილმმა  მანჰაიმ-ჰაიდელბერგის კინოფესტივალზე სამი პრიზი მიიღო, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალიზე კი “მანდარინებმა” საუკეთესო რეჟისურისათვის  აუდიტორიის ჯილდო მიიღო. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი