კომენტარი

არაეფექტური გამოძიება და სხვა პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

11 დეკემბერი, 2014 • 1885
არაეფექტური გამოძიება და სხვა პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

რის საფუძველზე მოხდა ამ თემების შერჩევა, რატომ კონკრეტულად ეს თემები?

 

ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა თემებზე მუშაობს და შევეცადეთ იმ თემების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, რაზეც უშუალოდ ნამუშევარი გვაქვს. ძალიან ბევრი სხვა პრობლემური თემაც არსებობს, თუმცა შევეცადეთ, ჩვენი კონტექსტისთვის ყველაზე ახლოს რაც არის, იმ თემებზე შეგვეჩერებინა და გაგვემახვილებინა ყურადღება

 

რა არის ის საკითხი, რომელიც 2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მწვავედ დგას?

 

იგივე, რაც ჩვენ განცხადებაშიც გავქვს მითითებული, რაზეც სახალხო დამცველიც საუბრობს, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დარღვევებზე არაფექტური რეაგირება სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ასევე, პროკურატურის საქმიანობა და ის კითხვები, რაც არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მის  გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუ როგორ ატარებს გამოძიებას ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურა. ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, რაც ორივე თემას უკავშირდება, გამოძიებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებს.

 

სასჯელაღსრულების სისტემა – მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები სისტემური ხასიათის არ არის, როგორც ეს იყო ადრე, მაინც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ეს სამინისტრო, ვინაიდან ის ცალკეული შემთხვევებიც კი, რაზეც გვაქვს ინფორმაცია პატიმრებისგან და რაზეც საუბრობს სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, მიუთითებს იმაზე, რომ იქ არის სერიოზული პრობლემები, რაც საჭიროებს სერიოზულად რეაგირებას და ის საქმეები, რაზეც ჩვენ არაერთი განცხადება გვაქვს გაგზავნილი სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც მივუთითებდით, რომ პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად იქ არის პრობლემები, თვითონ სისტემის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ან თავიანთი უფლებამოსილების გადამეტება, ვამბობდით, რომ ეს საჭიროებს რეაგირებას. სახალხო დამცველიც საუბრობს ამაზე, და გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველის მექანიზმი არსებობს ქვეყანაში, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს, ვამბობთ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნაზე მუშაობა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც ქონდეთ შესაძლებლობა მოახდინონ იქ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება.

 

რომელი მიმართულებით შეინიშნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები?

 

ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებული იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან და სტრატეგიის მიღებასთან, ეს ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, როგორც პოზიტიური გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხელისუფლების შემთხვევაში, სასამართლოში საქმეთა განხილვის მიმართულებებით არაერთი გაუმჯობესება შეინიშნება. მაგალითად, ასევე, სასამართლოს რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ პროკურატურაზე ვისაუბროთ, პროკურატურამ ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეებში, აქ არ მაქვს საუბარი განსაკუთრებულ, გახმაურებულ საქმეებზე, გაიზარდა თავისი დასაბუთებულობის სტანდარტი და გაცილებით უფრო მეტ შუამდგომლობას წარადგენს დღეს დასაბუთებულად სასამართლოში, ვიდრე ამას აკეთებდა ადრე.

 

თქვენ მიერ გამოყოფილი მიმართულებებიდან რომელს დაეთმო ყველაზე ნაკლები ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან?

 

არაეფექტური გამოძიება და ის საქმეები, რომელზეც ჩვენ ვუთითებდით და მივმართავდით პროკურატურას, სამწუხაროდ, რეაგირების გარეშე დარჩა. მაგალითად, შრომითი დავების შემთხვევაში, ჩვენ მოგვმართავდნენ ადგილობრივი ხელისუფლებიდან გათავისუფლებული მოხელეები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ მიმართ ადგილი ქონდა იძულების წესით განცხადების დაწერას, დამუქრებას და ეს განცხადება იყო გადაგზავნილი პროკურატურაში. თუმცა, პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არც ერთ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ მინდინარეობს.

 

თამარ გვარამაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფოტო
თამარ გვარამაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი