ახალი ამბები

ჩემი ამბავი არ არის უნიკალური, ის ბევრი გოგოს ამბავია – მალალას ნობელის პრემია გადასცეს

10 დეკემბერი, 2014 • • 1727
ჩემი ამბავი არ არის უნიკალური, ის ბევრი გოგოს ამბავია – მალალას ნობელის პრემია გადასცეს

ჯილდო მათ ნობელის ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა  გადასცა და მადლობა გადაუხდა, რომ ექსტრემალურ გარემოებებში იბრძვიან   ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. ეს გარემოებები კი რაკიდკალურ ისლამურ მოძრაობებთან და კაბალურ სოციალურ სტრუქტურებთან დაპირისპირებას გულისხმობს.

მისივე თქმით, ორივე გამარჯვებული ერთობის სიმბოლოა, რაც მსოფლიოს ახლა სჭირდება, ახალგაზრდებისა და ხანშიშესულების ერთობა,  პაკისტანელებისა და ინდოელების ერთობა.

მალალასთან ერთად დაჯილდოვების ცერემონიას მისი რამდენემე კლასელიც ესწრებოდა, რომელთანაც ერთად იგი პაკისტანში, სვატის ხეობაში სწავლობდა. ისინი მალალასთან ერთად იყვნენ 2012 წელს სკოლის ავტობუსში, როცა შეიარაღებულმა თალიბმა გოგონას ესროლა.

“მე გიყვებით ჩემ ამბავს არა იმიტომ, რომ ის უნიკალური და გამორჩეულია, არამედ იმის გამო, რომ ეს ბევრი გოგონას ისტორიაა”.

ათასკაციანი აუდიტორიის წინაშე მალალამ მისი მეგობრის ისტორია მოჰყვა, რომელსაც სურდა ექიმი გამხდარიყო, ნაცვლად ამისა, იგი იძულებით დაქორწინდა და 14 წლის ასაკში შვილი გააჩინა:

“მე ვიცი, რომ ჩემი მეგობარი კარგი ექიმი იქნებოდა, მაგრამ ვერ შეძლო ეს, რადგან გოგოა”- თქვა მალალამ.

მან ასევე იმ აქტივისტებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვების სწავლის უფლებებისთვის იბრძვიან. მალალას თქმით, პაკისტანში სკოლის აშენება სურს  და ფულად თანხას, რომელიც ნობელის პრემიის სახით მიიღო, მალალას ფონდში გადარიცხავს. ფონდმა 2014 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი დახარჯა პაკისტანში, ნიგერიაში, კენიაში, ლიბანსა და იორდანიაში გოგონების განათლებისთვის.

“ჩემს სოფელში ჯერ კიდევ არ არის საშუალო სკოლა გოგონებისთვის. ჩემი სურვილი და გამოწვევაა, ავაშენო ერთი სკოლა მაინც, სადაც ჩემი დები და მეგობრები კარგი განათლების მიღებას და სურვილების ასრულებას შეძლებენ. ეს არის, საიდანაც დავიწყებ, მაგრამ ეს არ არის ის, სადაც გავჩერდები”.

კაილაშ სათიართი, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მალალასთან ერთად გაიყო, წლებია იმ სოციალური სტრუქტურების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც ბავშვებს შრომას აიძულებს და ისინი სკოლაში ვერ დადიან.

“ვისი შვილები არიან ისინი, ვინც ფეხბურთის ბურთებს კერავენ, მაგრამ არასდროს უთამაშიათ ამ ბურთით?ისინი ჩვენი შვილები არიან. ვისი შვილები არიან ისინი, ვინც მაღაროში ქვებს და მინერალებს ამუშავებენ? ისინი ჩვენი შვილები არიან. ვისი შვილები არიან ისინი, ვინც კაკაოს მოსავალს იღებს, მაგრამ არასდროს გაუსინჯავს შოკოლადი? ისინი ჩვენი შვილები არიან. არ არსებობს უფრო დიდი ძალადობა, ვიდრე ბავშვისთვის ოცნებაზე უარის თქმაა”- განაცხადა მან.

 

კაილაშ სათიართის მოძრაობამ 1980 წლიდან მოყოლებული 83 000 ინდოელი ბავშვი იხსნა მონობიდან. კაილაშის პრემია  ბავშვებმა დელიშიც აღნიშნეს.

მალალამ და კაილაშ სათიართიმ საპრიზო ფონდი 1.4 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს, ისინი თანხას გაიყოფენ.

 

მალალა და კაილაშ სათიართი © EPA, 10.12 2014
მალალა და კაილაშ სათიართი © EPA, 10.12 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი