ახალი ამბები

რუსთავი 2: პროკურატურა თბილისობის დღესასწაულის ხარჯთაღრიცხვას სწავლობს

9 დეკემბერი, 2014 • • 1448
რუსთავი 2: პროკურატურა თბილისობის დღესასწაულის ხარჯთაღრიცხვას სწავლობს

ტელეკომპანია სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ადასტურებს, რომ მას პროკურატურიდან ნამდვილად დაუკავშირდნენ და ზემოხსენებული დოკუმენტაციის გადაგზავნა სთხოვეს, რაც უკვე გააკეთა.


ზემოხსენებულ საკითხზე რეპორტაჟი ონლაინ-ტელეკომპანია ფრეშნიუსმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც მამუკა ჩოქურმა დღესასწაულის ფარგლებში მოსამზადებელ  ღონისძიებებზე ხელშეკრულება ტენდერების გარეშე გააფორმა ცოლის ახლობელთან.


მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ საკითხზე? – პროკურატურაში ნეტგაზეთის შეკითხვას ჯერჯერობით არ პასუხობენ. როგორც უწყების პრესსამსახურმა გვითხრა, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.


თბილისობა ფოტო: მარი დუდუნია
თბილისობა ფოტო: მარი დუდუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი