ხელოვნება

აქცია “ყავის სმით” კულტურის სამინისტროსთან გაიმართა [ვიდეო]

4 დეკემბერი, 2014 • • 1208
აქცია “ყავის სმით” კულტურის სამინისტროსთან გაიმართა [ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა კულტურის სამინისტროს წინ მაგიდა და სკამები, ყავა სამოვრით მიიტანეს. აქციაზე მიიტანეს ერთადერთი ტრანსპარანტი წარწერით: “ყავის სმისა და ძეგლთა ნგრევის სამინისტრო.” აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს არ აქვს კულტურის პოლიტკა და არც ხედვა.

 

აქციის მონაწილე ვლას ვაწაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ გასულ წელს 10 ათასი ლარი დახარჯა ყავაში, ამ ფულით კი ერთი ძეგლის გადარჩენა მაინც მოხეხრდებოდა. ვაწაძის თქმით, მოქალაქეების ჯგუფს, რომელშიც თავადაც შედის, აქვთ ხედვა კულტურის პოლიტიკის შესახებ, თუმცა მინისტრი მათ არ ხვდება.

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ეკატერინე სოხაძე, რომელიც ასევე ამბობს, რომ კულტური მინისტრს უშედეგო მცდელობების მიუხედავად ვერ შეხვდნენ, ამბობს, რომ აქციები კვლავაც გაგრძელდება.

ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან
ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი