ახალი ამბები

საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

4 დეკემბერი, 2014 • • 784
საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პოლონელ კოლეგას, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს სტანისლავ კოჟეის შეხვდა. შეხვედრის  დასრულების შემდეგ ირინა იმერლიშვილმა და სტანისლავ კოჟეიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ოქმს.

 

“ოქმის მიხედვით რეგულარული კონსულტაციები გაიმართება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მიმართულებით, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების გათვალისწინებთ, ასევე, ორმხირივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით”,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

 

თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებას. ხელშეკრულების მიხედვით,  წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიმართოს უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა თბილისსა და ვარშავაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი