ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენციას გახსნის

4 დეკემბერი, 2014 • • 1456
გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენციას გახსნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოსა და პოლონეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის სეიმის მარშალ რადოსლავ სიკორსკის.  

 

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების პატრონაჟით გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავკასიურ სესიას გახსნის.

 

ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით წარსდგება პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში თემაზე „საქართველო-ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის“ და ექსპერტებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

 

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში 5 დეკემბერს დაბრუნდება.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE
საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი