საზოგადოება

განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა გააპროტესტეს [ვიდეო]

2 დეკემბერი, 2014 • • 1755
განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა გააპროტესტეს [ვიდეო]

აქცია განათლების სამინისტროსთან 16 საათზე დაიწყო. აქციის მსვლელობისას “საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა” განათლების სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომ მისი წევრები ჩართონ განათლების სამინისტროს კომისიების მუშაობაში, რათა უფრო საჯარო გახადოს სამინისტროს საქმიანობა.

სერტიფიცირებული მასწავლებელი შორენა გამყრელიძე ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი, ნაცვლად 18 მილიონისა, რაც ბადებს ეჭვს, რომ 2015 წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს არ მიიღებენ. შორენა გამყრელიძე არ ეთანხმება იმას, რომ განათლების სამინისტრომ 8-წლიანი სერტიფიცირების ვადა შეუჩერა.

“მე დავხარჯე დრო, ენერგია, ფული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სერტიფიცირება ცუდი იყო თუ კარგი”, – ამბობს შორენა გამყრელიძე, რომელიც ახლა მასწავლებელად არ მუშაობს, მაგრამ აპირებს, რომ საჯარო სკოლაში დასაქმდეს.

დავით ლაგვილავა, საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო არ აღიარებს მასწავლებლების შრომას, რაც მათ დაუკარგავს მოტივაციას. ლაგვილავას მოთხოვნაა, სამინისტრომ დააფიქსიროს მომავალი წლის ბიუჯეტში, რომ სერტიფიცრებული მასწავლებლებისთვის სერტიფიცირების დანამატი 2015 წლის პირველ რვა თვეში გაიცეს.

ლაგვილავას თქმით, სამინისტრომ პირობა უნდა დადოს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალსიწინებს საკმარის თანხას სერტიფიცირების დანამატისთვის. ასევე, შეუნარჩუნდეთ რვა წლის განმავლობაში კანონით დადგენილი წესით სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი, არასერტიფიცირებული მასწავლებლები მასობრივად არ დაითხოვონ და არ ჩამოაშორონ სასკოლო სისტემას მათთვის არასასურველი პედაგოგები.

განათლების სამინისტროში აქციის მონაწილეების განცხადებები უარყვეს და აცხადებენ, რომ მასწავლებლებს სერტიფიცირების დანამატი არ შეუწყდებათ.

მასწავლებლების აქცია განათლების სამინისტროსთან. 02.12.2014
მასწავლებლების აქცია განათლების სამინისტროსთან. 02.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი