ხელოვნება

თბილისში მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი” გაიმართება

2 დეკემბერი, 2014 • • 1419
თბილისში მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი” გაიმართება

რიგით მე-3 ფესტივალი 9 დღეს გასტანს და ყოველი დღე დაეთმობა მასში მონაწილე უნივერსიტეტებს: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბიზნესსკოლა), ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თურქეთის სტუდენტური დასი, ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინის სტუდენტური დასი და აზიური გუნდი.

 

ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვება გაიმართება “თიბისი” გალერეაში, 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე.

 

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 10 ნომინაციაში. ჟიურის წევრები არიან გოგი თოდაძე (რეჟისორი), გოჩა კაპანაძე (რეჟისორი), ია სუხიტაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), კახა  მიქიაშვილი (თავისუფალი თეატრის მსახიობი), ნანული სარაჯიშვილი (მსახიობი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე).

 

“მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია” დაარსდა 2012 წელს. ასოციაციამ, პირველად საქართველოში, დააფუძნა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი ,,ნიღაბი”. ეს არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს.

 

ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი