ახალი ამბები

“პრაქსისის” სოლიდარობა გაფიცულ რკინიგზელებს

1 დეკემბერი, 2014 • • 1106
“პრაქსისის” სოლიდარობა გაფიცულ რკინიგზელებს

“პრაქსისის” (თავისუფალი მოქალაქეების ნებაყოფლობითი საჯარო აქტივობა) ერთ-ერთი წარმომადგენლის გიორგი ხასაიას თქმით, სახეზეა შრომითი ჩაგვრა და მასზე თვალის დახუჭვა გაუგებარია:

 

“რაც დღეს რკინიგზელების პრობლემაა, ხვალ შეიძლება იყოს ექიმების პრობლემა, მძღოლების და ასე შემდეგ. ამიტომ სხვა პროფესიის ადამიანებიც და ნებისმიერი მოქალაქის სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გინდათ სამართლიან და თანასწორთა საზოგადოებაში ცხოვრება, მაშინ ის ასეთი გულგრილობით ვერ მიიღწევა. ეს მდგომარეობა რკინიგზელების ჩაგვრაა და მასზე თვალის დახუჭვა უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა არ არის, ჩაგვრა სწორედ ჩვენი გულგრილობით იკვებება. სოლიდარობა რკინიგზელებს”.

 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა ამბობს, რომ ქუთაისში გაფიცვაში დაახლოებით 150 რკინიგზელი მონაწილეობს:

 

“ჩვენ მოვითხოვთ პრემიალურ სისტემას, ანაზღაურებას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას. გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა, ინფრასტრუქტურა თითქმის ყველგან განადგურებულია. რკინიგზაში დასაქმებულები, ელემენტარულად,  ისეთი პირობებით არ არიან უზრუნველყოფილი, როგორიცაა სველი წერტილი, დასალევი წყალი, ხელ-პირის საბანი საშუალებები”.

 

რკინიგზელები 26 ნოემბერს გაიფიცნენ. გაფიცულ პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემცირება, ახალი სახელფასო ბადისა და ახალი საპრემიო სისტემის შექმნა.

 

შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან
შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან

შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან
შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან

შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან
შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან

შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან
შეხვედრა გაფიცულ რკინიგზელებთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი