ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა

2 დეკემბერი, 2014 • • 925
საგამოძიებო სამსახურმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, მერაბ გოქსაძემ მოქალაქისგან მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1000 აშშ დოლარი აიღო.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. 2.12.2014
საგამოძიებო სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. 2.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი