ახალი ამბები

შსს: ალექსანდრე ჭიკაიძემ სიმბოლურად ხე დარგო

30 ნოემბერი, 2014 • • 1053
შსს: ალექსანდრე ჭიკაიძემ სიმბოლურად ხე დარგო

უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს – „მწვანე მომავალი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიც – თბილისის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი და მესამე სამმართველოების, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორები, მათი მოადგილეები და ქვედანაყოფების თანამშრომლები, ასევე, მიგრაციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სსიპ „112“-ის წარმომადგენლები შეუერთდნენ.


თბილისსა და მის შემოგარენში არსებული შსს-ს ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე, შსს–ს ცნობით, სულ 905 ნერგი დაირგო.


ალექსანდრე ჭიკაიძე; ფოტო: შსს
ალექსანდრე ჭიკაიძე; ფოტო: შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი