ახალი ამბები

“ყავის სმა” – კულტურის სამინისტროსთან “უსაქმურობის” წინააღმდეგ აქცია გაიმართება

28 ნოემბერი, 2014 • • 1468
“ყავის სმა” – კულტურის სამინისტროსთან “უსაქმურობის” წინააღმდეგ აქცია გაიმართება

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტროს არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ისინი სამინისტრო უმოქმედობას ამ ფორმით აპროტესტებენ:

 

“ყავის სმა უსაქმურობასთან, ჭორაობასთან ასოცირდება. ყავას ადამიანი სვამს მაშინ, როდესაც განტვირთვა ან ვინმესთან საუბარი სურს, ან უბრალოდ საქმე არ აქვს. ყავის დალევა სამინისტროში პრობლემის და საქმის არარსებობაზე მიანიშნებს. ეს არის კულტურის სამინისტროს ჩვეული პოლიტიკა, რომელიც მუდმივად დაკავებულია და საზოგადოებისთვის არ სცალია. აქცია მიმართულია სამინისტროს ინერტულობის წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით და დაკავებულია ყავის სმით”, – წერია ფეისბუქის დაანონსებულ ღონისძიებაზე.

 

აქცია, რომელიც 5 საათზეა დანიშნული, მონაწილეები მივლენ ყავის ჭიქებით, ამბობს სალომე ჭანტურიძე, “ძეგლის მეგობრის” დამფუძნებელი.მისი თქმით, კულტურის სამინისტროშ ყველაზე მეტი ყავაა დახარჯული სხვა სამინისტროებს შორის 2013 წელს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი