ეკონომიკა

პენსიონერებს 2015 წლიდან –2020 წლამდე “ლიბერთი ბანკი” მოემსახურება

14 ნოემბერი, 2014 • • 1227
პენსიონერებს 2015 წლიდან –2020 წლამდე “ლიბერთი ბანკი” მოემსახურება

განაცხადი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მხოლოდ “ლიბერთი ბანკს” ჰქონდა შეტანილი. ტენდერის ვადა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, 2014 წლის 14 ნოემბერს ამოიწურა.  

 

„ლიბერთი ბანკი“ პენსიებს 2004 წლიდან გასცემს. პირველი კონტრაქტი სახელმწიფოსთან 2009 წელს გაფორმდა. კონტრაქტის ვადა 3 წელი და 6 თვე იყო და 2012 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. თუმცა ბანკს კონტრაქტი სამინისტრომ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა. 

 

“ლიბერთი ბანკს” 158 ფილიალი აქვს, საიდანაც სამოცზე მეტი თბილისშია წარმოდგენილი.

 

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა ლადო გურგენიძეს უკავია. გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

„ლიბერთი ბანკის“ აქციათა  91,218  პროცენტს გურგენიძესთან ერთად  რუმინული კომპანია  “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  დინუ პატრიჩიუ ფლობდა, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა და ბანკის სამეთვალყურე საბჭოში ცვლილებები განხორციელდება. 

 

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი