ახალი ამბები

მარგველაშვილი: ბოლო დღეებში გაურკვეველი იყო, ვის მსახურებენ სახელმწიფო ინსტიტუტები

14 ნოემბერი, 2014 • • 1065
მარგველაშვილი: ბოლო დღეებში გაურკვეველი იყო, ვის მსახურებენ სახელმწიფო ინსტიტუტები

“პირველყოვლისა – პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმააა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის ,”თავისუფალ დემოკრატთა” შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე და მდგომარეობს ჩვენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში. ბოლო ერთი წლის მანძილზე, მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციბების უგულველყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა – ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი, ვის მსახურებენ ინსტიტუტები – საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძობლიობის ან უწყებათა დეპოლიტიზების პრინციპები. შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი, უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი, სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ”,- განაცხადა მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას”.

 

მისივე თქმით, საქართველოს ევროპაში შესასვლელად აუცილებელია ქვეყანა ცხოვრების წესით, დემოკრატიულობით და პლურალიზმით ევროპა გახდეს:

 

“არ უნდა დავუშვათ  სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები”,-განაცხადა მან,

მასალების გადაბეჭდვის წესი