11.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.
11.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის ბრიფინგი
თემა: ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
11:00 ოქროყანაში გაიმართება გამწვანების აქცია. აქციაში მონაწილეობას თბილისის მერი დავით ნარმანია მიიღებს.
11:00 „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი გიორგი კობახიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23
11:00 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.
11:00 „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ სომხეთის მოსამართლეებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიებაზე განხიული იქნება სასამართლო სისტემის გამოწვევები ორივე ქვეყანაში.
მისამართი: თბილისი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია. შეხვედრის ოთახი N5
11:30 “პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი, 10 ლარით გაზრდილი პენსია, ბიძინა ივანიშვილის მოწვევა “ქართული დასის” პროექტში: “საზოგადოებრივი აზრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, მიმართვა მედიას, დევნილებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას 15 ნოემბერთან დაკავშირებით.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:30 საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წევრი თემურ გრიგალაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის ბიუჯეტი; სოციალური პრობლემები; ინიციატივები და სხვა მიმდინარე საკითხები.
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00 თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თბილისის ბიუჯეტი; სოციალური პრობლემები; ინიციატივები და სხვა მიმდინარე საკითხები.
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00 “პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი თამარ ცინცაბაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის ბიუჯეტი, 10 ლარით გაზრდილი პენსია.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12.00 საკრებულოს განახლებულ შენობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საზოგადოება ”თბილისელ“–ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
13:00 „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ვაკეში, გივის სვანაძის ქ. 30-ში „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში“ არსებულ სანიტარულ მდგომარეობას გაეცნობა და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.
13:00 თბილისის მერიაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველი სხდომა გაიმართება.
13:00 თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „რეგიონების აღჭურვის პროექტის‘’ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს.
13:00 ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქვემო ქართლში მცხოვრები მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #3
15:00 ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქვემო ქართლში მცხოვრები მოსწავლეები მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრებიან. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებისთვის სემინარი მრავალფეროვანი საქართვლო“ გაიმართება.
მისამართი: გორგასლის ქ. #7
17:00 “ახალგაზრდულ პრესკლუბში” გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე – “საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”. შეხვედრის ფარგლებში განიხილება პროექტი “აწარმოე საქართველოში”.
მისამართი: ქ. თბილისი, ყიფშიძის No7, 1-ლი სართული
17:00 პატრიარქი ილია მეორე მეტეხის ხიდთან “100 ათასი მოწამის ხსენების დღის” აღსანიშნავად საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
18:30 საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მე–3 კორპუსი) გაიმართება თამაზ მეტრეველის რჩეულის “სულის სანთლები” პრეზენტაცია, რომელსაც საკრებულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე დაესწრება.