ახალი ამბები

საქსტატი: ზოგ შემთხვევაში მშობელი შვილს სხვა აღმსარებლობას თვითნებურად მიაკუთვნებს

12 ნოემბერი, 2014 • • 1287
საქსტატი: ზოგ შემთხვევაში მშობელი შვილს სხვა აღმსარებლობას თვითნებურად მიაკუთვნებს

მერი დაუშვილის განცხადებით, მათ მიმართეს პრეტენზიით, რომ მოქალაქის მშობელმა შვილის მაგივრად ჩააწერინა ის აღმსარებლობა, რომელსაც თავად არ მიეკუთვნებოდა. დაუშვილის თქმით, ისინი ვერ აიძულებენ ყველა მოქალაქეს, რომ აღმწერს დახვდეს სახლში.

 

“არის პრეტენზია, მაგალითად, რომ მშობელმა ჩააწერინა აღმსარებლობა და შვილი არ ეთანხმება. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მეთოდოლოგიით, რომ ოჯახის ყველა წევრი დახვდეს სახლში. ვთვლით, რომ ის ერთი ზრდასრული ადამიანია, რომელიც არის ინფორმირებული, მისგან მივიღოთ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ჩავასწორეთ, ჩავასწორეთ უშუალოდ იმ პიროვნების აღმსარებლობა, რომელი რელიგიის წარმომადგენელიც ის იყო”, – განაცხადა დაუშვილმა. 

 

დაუშვილის თქმით ,მას მიაწოდეს ინფორმაცია იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც აღმწერები თავისი სურვილით მიუთითებენ მოქალაქის აღსმარებლობას და ისინი მზად არიან, რომ ასეთი შემთხვევები ჩაასწორონ.

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლსის 5 ნოემბრიდან დაიწყო და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღწერის შედეგების შესახებ წინასწარი მონაცემები 2015 წელს, ხოლო საბოლოო შედეგი 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი