ახალი ამბები

ინფრაწითელი გარე გათბობის სისტემები უკვე საქართველოშია

11 ნოემბერი, 2014 • 6194
ინფრაწითელი გარე გათბობის სისტემები უკვე საქართველოშია

ინფრაწითელი გათბობის თანამედროვე სისტემები ქართულ ბაზარზე შედარებით ნოვაციას  წარმოადგენს. ამ გამათბობლებით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს 2013 წლიდან შეუძლიათ.

 

ქართულ ბაზარზე ინფრაწითელი შიდა და გარე გათბობის სფეროში კომპანია “ბარკონი” ლიდერობს. მათი პარტნიორებია  ცნობილი კომპანიები –  M-Group, საქართველოს ბანკი, ამბასადორი, შატო მერე და სხვა.

ინფრაწითელი გამათბობელი მუშაობს მარტივად, მზის მსგავსად: ათბობს იქ, სადაც ანათებს. გაზის თუ ელექტრო სტანდარტული გამათბობელისაგან განსხვავებით, ინფრაწითელი გამათბობელი ჰაერის ნაცვლად ობიექტის ზედაპირს ათბობს, ანუ უპირველესად ადამიანს. აქედან გამომდინარე, ქარი, წვიმა და ყინვა გათბობის ეფექტს არ ცვლის. ამ ტიპის გამათბობელი იდეალურია ღია და გაშლილი სივრცეების გასათბობად. განსაკუთრებით ხშირად მას ტერასების, ვერანდებისა და ეზოების გასათბობად იყენებენ, ეს სისტემა ასევე ეფექტურად გამოიყენება დიდ და მაღალ ჭერიან სივრცეებში როგორიცაა ქარხნები, საწყობები და სხვა.

კომპანია “ბარკონის” დირექტორის სანდრო ოქროპირიძის, განცხადებით გასულ წელს მათი მომხმარებლების უმრავლესობას კორპორაციული კლიენტები შეადგენდნენ. თუმცა წელს ასეთ გათბობაზე საყოფაცხოვრებო მიზნით მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა. “ჩვენი გამათბობლები განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც აგარაკზე ტერასის, ან ეზოს გათბობა სურს, ასევე იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის აივნებზე და სიგარეტის მოსაწევი ადგილებისთვის ამ ტიპის გამათბობლების დაყენებაზე,”- ამბობს სანდრო ოქროპირიძე.


ამიერიდან ქართველ მომხმარებელს საშუალება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი ღია სივრცე, რომლის გამოყენებაც აქამდე სიცივის გამო შეუძლებელი იყო.


ზამთრის სიცივეში სუფთა ჰაერით სიამოვნების მიღება უკვე  ყველანაირი დისკომფორტის გარეშე შეიძლება.


დაინტერესებულ ორგანიზაციებს ასევე შეუძლით “ბარკონის” გაქირავების სერვისით სარგებლობა.

საკონტაქტო ინფორმაცია
შპს ბარკონ

მის: ბიზნეს ცენტრი “ქარვასლა”
ელ. ფოსტა: sales@barcon.ge
ვებ გვერდი:  www.barcon.ge

ტელ (032) 2 181 180

მასალების გადაბეჭდვის წესი