ახალი ამბები

ალასანიას განცხადება თავდაცვის სფეროში საფრანგეთთან შეთანხმებაზე

10 ნოემბერი, 2014 • • 1068
ალასანიას განცხადება თავდაცვის სფეროში საფრანგეთთან შეთანხმებაზე

“ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა საფრანგეთში. მე ველოდები, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. მე თუ დავინახე, რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმით, რა გეგმითაც ჩვენ დავისახეთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, თავდაცვისუნარიანობისთვის იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ დავინახე, რომ ეს არ ხდება, თუ დავინახე, რომ გადაუხვიეს ამ გზიდან, რა თქმა უნდა, მე ამაზე ღიად ვილაპარაკებ”,– განაცხადა ალასანიამ. 

 

ირაკლი ალასანია 27 ოქტომბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ალასანიას თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთის სამხედრო–ტექნიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების კუთხით საფრანგეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე. 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. 

 

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი “რუსთავი 2″–თან საუბრისას ამბობს, რომ მაღალჩინოსანთა დაპატიმრება  მოხდა არა წინმსწრებად, არამედ მყისიერად, მას შემდეგ, რაც თბილისიდან აკრძალვის მიუხედავდ ირაკლი ალასანიამ საფრანგეთთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შეთანხმებაზე ხელმოწერა დაადასტურა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” და პარლამენტის წევრმა ზურაბ აბაშიძემაც:

 

“ეს იყი შეთანხმება, რომელზეც უნდა მოეწერა ხელი და, ბუნებრივია, ამას არანაირი საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წარმატებით შეასრულა. ახლა ვნახოთ, ხელისუფლება ამას როგორ გააგრძელებს და როგორ მოხდება ამ ყველაფერი შესრულება. ეს არის საკმაოდ სერიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩვენი ქვეყნისთვის”,– განაცხადა მან.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი