ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ღარიბაშვილის ბრალდება აბსოლუტურად აბსურდულია

10 ნოემბერი, 2014 • • 1224
ფანჯიკიძე: ღარიბაშვილის ბრალდება აბსოლუტურად აბსურდულია

“ორი წლის მანძილზე, როდესაც მე ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი და დღე და ღამე ვიყავი სამშობლოს სამსახურში და ვაკეთებდი ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს უპირველესი ამოცანები შესრულებულიყო, ასეთი ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული და მე ასეთ ბრალდებაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას.

 

დღეს, 10 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის უწყების ექსხელმძღვანელი ირაკლი ალასანია დასავლეთის ქვეყნებში ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში დაადანაშაულა.

 

“პირდპაირ მინდა განვაცხადო, რომ ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპასა თუ ამერიკაში და ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები  იყო სამაგალითო და ამას უნდა დავეფუძნოთ ჩვენც. ანუ იქ საუბარი არ ყოფილა სადისტურ მკვლელობებზე, წამებებზე, არაადამიანურ მორპყრობაზე, ადმაიანის უფლებების იმ დარღვევებზე, რაზეც ახლა გამოძიება მიმდიანრეობს. რა თქმა უნდა, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან 4 ნოემბერს გადააყენა, თანამდებობები ასევე დატოვეს ევროინტეგრაციის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ორ საქმეს იძიებს, ერთ-ერთი, ე.წ. კაბელების საქმეა, ხოლო მეორე, ერთი წლის წინ ჯარისკაცების მოწამვლის შესაძლო ფატქს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი