ახალი ამბები

ახმეტაში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

10 ნოემბერი, 2014 • • 1009
ახმეტაში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახმეტაში მცხოვრებლებსა და პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,- „ქართული ოცნების“ წევრებმა, რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილი ცემეს. აღნიშნულ ინციდენტს, ick-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მოჰყვა დაზარალებულის და თავდამსხმელების ახლობლებს შორის. 

 

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორივე ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული – სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე და სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, ხულიგნობის ფაქტზე.


შსს-ს ცნობითვე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაპირისპირების დროს ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი