ახალი ამბები

ივანიშვილი: კრიმინალის ზრდა არ მომხდარა, თუმცა ამის საფუძველი იყო

8 ნოემბერი, 2014 • • 926
ივანიშვილი: კრიმინალის ზრდა არ მომხდარა, თუმცა ამის საფუძველი იყო

ივანიშვილი ამბობს, რომ ამნისტიას მოკლე პერიოდში შეეძლო კრიმინალის დროებითი ზრდა გამოეწვია.

 

“თუმცა სხვა რამ მინდა ვთქვა: საქართველოში და ციხეებში რაც ხდებოდა, თქვენც კარგად იცით და მთლიანად რა ხდებოდა ქვეყანაში. ციხეებში რომ წამება მიდიოდა პატიმრების, ამას არ ფარავდნენ ნაციონალები. ის კადრები გადამწყვეტი და გარდამტეხი იყოო, რომ ამბობდნენ, ეს იყო უცხოელებისთვის კარგი კადრები, რაც გამოყარეს. საქართველოში ყველამ იცოდა, ციხეებში რაც ხდებოდა: რომ კლავდნენ, აწამებდნენ და ა.შ… ამას შეგნებულად ავრცელებდნენ თვითონვე და რატომ? იმიტომ, რომ კრიმინალი შეემცირებინათ; იმიტომ, რომ კრიმინალს ებრძოდნენ ამ მეთოდით. “შეხვალ ციხეში?” – იქიდან შეიძლება ვეღარ გამოხვიდე. დღევანდელი სუტუაცია არის აბსოლუტურად საპირისპირო: დღეს ციხეებში C ჰეპატიტს მკურნალობენ. გენიალური კვება დატოვა კიდევ სოზარ სუბარმა ციხეებში და ეს პროცესი გრძელდება. კრიმინალს შიში დაეკარგა ციხეში წასვლის და ამან უნდა გამოიწვიოს, წესით, კრიმინალის ზრდა. პოლიციაა ძალიან ეფექტური, რომ ეს არ ხდება, და ასეთ პოლიციას ნუ ებრძვიან ყველა მეთოდებით. ეს არის ჩემი პოზიცია. ეს პრობლემა არ არის ჩვენთვის გადამწვყვეტი. კიდევ ვიმეორებ, პრობლემა არ არის ჩვენს ქვეყანაში უარესად, ვიდრე ნებისმიერ მაგრად განვითარებულ ქვეყანაში ამ მიმართულებით. სხვა პრობლემები, სხვებთან შედარებით კიდევ, გვაქვს ძალიან მძაფრი. რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ამას ძალიან დიდი ანგარიში უნდა გაუწიოს პოლიტიკოსმა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმაც, რომლებიც ესე აფოფრილები ცდილობენ, რომ როგორმე შეიტანონ ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი