ახალი ამბები

ივანიშვილი: არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემეირ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია ძალიან

8 ნოემბერი, 2014 • • 1135
ივანიშვილი: არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემეირ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია ძალიან

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას ყველა პოლიტკოსის მიმართ თანაბარი დამოკიდებულება აქვს და ფავორიტი არ ჰყავს.

“მე, როგორც მოქალაქეს, თანაბარი დამოკიდებულება მაქვს ყველა პოლიტიკოსთან. არ არსებობს ჩემთვის არავითარი ფავორიტი და არავითარი ლიდერი. ლიდერია ჩემთვის და ფავორიტია ის, ვინც სწორი გზით ემსახურება ჩემს ქვეყანას. ღარიბაშვილს მოუვა შეცდომები, გარწმუნებთ, რომ ყველაზე მკაცრად და ყველაზე პირველად მე გავაკეთებ რეაქციას. სააკაშვილისგან უამრავი მადლობა მიმიღია. არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემეირ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია ძალიან. პრეზიდენტი სააკაშვილი ათი წუთი შეხვედრის წინ მხვდებოდა გარეთ და მაცილებდა ყოველთვის და ძალიან დელიკატური დამოკიდებულება ჰქონდა. მადლობებსაც მიხდიდა, რომელსაც არასდროს არ ვღებულობდი. და ვეუბნებოდი, რომ მე შენ არაფერს არ გიკეთებ. სანამ საჭირო ხარ ჩემი ქვეყნისთვის, მე ვალდებული ვარ მხარში გედგა. მაგრამ თუ შენ საპირისპირო პოზიციას დაიჭერ, მე წინ დაგიდგები. მოხდა ესეც, საუბედუროდ. ასევეა დღესაც. ვინც არ უნდა იყოს, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, სანამ სასარგებლოდ და სწორი პოზიციით მართავენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მე რაც შემიძლია დავეხმარები და გვერდით დავუდგები”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი და ღარიბაშვილი
ივანიშვილი და ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი