ახალი ამბები

უსუფაშვილის მიმართვა ირაკლი ალასანიას გუნდს: თავისუფალო დემოკრატებო, ე.ი. თანამოაზრეებო

8 ნოემბერი, 2014 • • 1096
უსუფაშვილის მიმართვა ირაკლი ალასანიას გუნდს: თავისუფალო დემოკრატებო, ე.ი. თანამოაზრეებო

უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს, რესპუბლიკელებსა და თავსიუფალ დემოკრატებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. უსუფაშვილის თქმით, მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთი დაკარგონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეულ საკითხებზე აზრები არ ემთხვევა:

 

“თავისუფალო დემოკრატებო უკვე 5 წლის ბრძანდებით, როგორც პოლიტიკური პარტია. მგონია, რომ სულ ხუთიოდე დღის წინ, ხუთიოდე კვირის წინ, ხუთიოდე თვის წინ იყო ის დღეები, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს: რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, როგორც ქართული პოლიტიკის ლიბერალური ფლანგის მთავარი წარმომადგენლები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში. მოხარული ვარ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად სხვადასხვა ალიანსში, გაერთიანებებში, კოალიციებში თუ მის გარეშე, ჩვენ მოვახერხეთ სერიოზული წინსვლა და ქვეყანა გავათავისუფლეთ იმ პრობლემებისაგან, რამაც ჩვენ ერთად შეგვყვარა. ჩვენ ერთად დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა, სათავე დავუდეთ ქვეყნის მართლა დემოკრატიულ და თავსიუფალ განვითარებას მის ჭეშმარიტ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ პროცესში ჩვენ ერთად ვიყავით და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყრილობა და თქვენი შემდგომი საქმიანობა სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული, მე ამაში წარმატებებს გისურვებთ. მოხარული ვარ, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მუშაობა მიწევს იმ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილები არიან თავსიუფალი დემოკრატები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


რესპუბლიკელების ლიდერები თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე
რესპუბლიკელების ლიდერები თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი