ახალი ამბები

საფრანგეთი, შესაძლოა, პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის ცენტრს დაეხმაროს

7 ნოემბერი, 2014 • • 890
საფრანგეთი, შესაძლოა, პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის ცენტრს დაეხმაროს

სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოსამზადებელი ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანი იყო საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტუბერკულოზის მდგრადი და ზემდგრადი ფორმების წინააღმდეგ ერთობლივი პროგრამას შემუშავება, დასრულდა.


ოფიციალური ინფორმაციით, მხარებმა “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი აქტივობა, პროგრესი და შესაძლებლობები ტუბერკულოზთან მიმართებაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ადამიანური რესურსები, არსებული გამოწვევები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საფრანგეთში ტუბერკულოზის წამყვან სამედიცინო ცენტრებსა და პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობაც იქნა განხილული, რომელიც საავადმყოფოს მუშაობის პროცესში ქართველ კოლეგებთან ფრანგი ექიმების ჩართულობას გულისხმობს,”- წერია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი