ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია

7 ნოემბერი, 2014 • • 1735
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია

შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბვაშვილმა 2014 წლის 5 ნოემბერს გამოსცა.

 

“ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია.

 

ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2012 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა. 

 

2009 წლიდან 2012 წლამდე დავითაშვილი შპს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი იყო. ასევე მუშაობდა USAID – ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერად. იყო შპს ,,წინანდლის ძველი  მარნის“ გენერალური  მენეჯერი.

 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს გამოცემული ბრძანებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ნოდარ კერესელიძემ დაიკავა. კერესელიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილედ 2014 წლის 19 აგვისტოს დაინიშნა. 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორამციით, მინისტრ ოთარ დანელიას 4 მოადგილე ყავს: ნოდარ კერესელიძე, გოჩა ცოფურიშვილი, დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი