ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე: თამარ ბერუჩაშვილის საქციელი გამიკვირდა

6 ნოემბერი, 2014 • • 1219
გიორგი ბარამიძე: თამარ ბერუჩაშვილის საქციელი გამიკვირდა

“მართალი გითხრათ, გამიკვირდა თამარის ასეთი საქციელი იმ თალსაზრისით, რომ თუ არ აპირებდა წასვლას, რაღას აკეთებდა წასვლის შესახებ განცხადებას და ამბობდა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საქმე ცუდადაა. ეს ხომ არ არის სახუმარო განცხადება, პროცესს აანალიზებ და მერე, ერთი საუბრის შემდეგ შეგეცვალა აზრი, რაც ძალიან უცნაურია ნებისმიერი პროფესიონალის მხრიდან”, -განაცხადა ბარამიძემ.

 

5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ  და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. მოგვინებით თანამდებობაზე დროებით დარჩენის შესახებ განაცხადა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, ასევე თამარ ბერუჩაშვილმა, რომლის თქმითაც, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია და ამიტომ ტოვებდა თანამდებობას. 

 

თამარ ბერუჩაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დარჩა ახალი ხელისუფლების საგარეო გუნდში, ის ჯერ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, ხოლო მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გია ბარამიძე თვლის, რომ ბერუჩაშვილს 2012 წელს პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია, ამიტომ მისი გადაწყვეტილება დარჩენის შესახებ არ გაუკრიტიკებია:

 

“მას არა გაუკეთებია [მაშინ] პოლიტიკური განცხადებები, ის, რაც თქვა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ეს უკვე პოლიტიკური განცხადება იყო. სიტუაციის ასე უცებ შეცვლამ გამაკვირვა, თორემ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში არ არის ჩართული, ჰქონდეს სურვილი რაღაც აკეთოს, ეს არ მიკვირს და მე არ დამიძრახია, [ახალ ხელისუფლებაში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება] პირიქით, ის ჯერ ჩემი მოადგილე იყო, შემდეგ- თანაშემწე და დარჩა ახალ მთავრობაში. თავის კუთხით ცდილობდა, რომ საქმე გაეკეთებინა, მოლაპარაკების პროცესში და იურიდიულ საკითხებში ისიც მონაწილეობდა. მაგარამ, როდესაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თავის რწმენა გამოხატა, როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებაში იყო, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ სივრცეს. ამან გამაკვირვა”,-ამბობს ბარამიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი