ახალი ამბები

უსუფაშვილი: თემატური ურთიერთობა არის ნორმალური წესი კოალიუციური პარლამენტისთვის

6 ნოემბერი, 2014 • • 997
უსუფაშვილი: თემატური ურთიერთობა არის ნორმალური წესი კოალიუციური პარლამენტისთვის

“ჩვენ თემატურ თანამშრომლობაში ვგულისხმობთ, თუ რამე თემაზე ვერ ვთანხმდებით და რამე საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაშინ ამაზე ჩვენს ან ნებისმიერ ფრაქციას უმრავლესობის თუ პარლამენტის წევრს აქვს თავისი უფლება, პოზიცია გამოხატოს საჯაროდ. მისცეს ან არ მისცეს ხმა კონკრეტულ კანონპროექტს, თუ იყო მსჯელობა და თუ იყო განხილვა საკითხებზე და ვერ შევჯერდით”- ეს განცხადება დავით უსუსფაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  

 

“თემატური ურთიერთობა, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური წესი დემოკრატიისთვის. განსაკუთრებით კოალიციური ურთიერთობებისთვის, იმიტომ, რომ ყველა პარტიას აქვს თავისი პრინციპები და პოზიციები. რა თქმა უნდა, დათმობა გვიწევს ხოლმე ხანდახან, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ დათმობა არა სრული. ეს არის ყველა პარტიის პრიორიტეტი, რომლებიც აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც პოლიტიკის სუბიექტები, მათ შორის “რესპუბლიკური პარტია”. ამიტომ ამაში იგულისხმება ეს, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მაშინ ამ საკითხზე შესაძლოა “რესპუბლიკურმა პარტიამ” განსხვავებული პოზიცია დაიკავოს. ისევე, როგორც სხვა პარტიამ სხვა საკითხში. ამასობაში რაზეც შევთანხმებით და რაზეც იქნება კონსენსუსი, ჩვენ ვიქნებით იმ შეთანხმების ერთგული” -განაცხადა უსუფაშვილმა.  

 

მისი თქმით, კოალიციის შიგნით შეთანხმებების გზით სიარული იყო ყოველთვის სასურველი მექანიზმი და დღევანდელ რეალობაში ეს მექანიზმი კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება:

 

“ჩვენ კოალიციის პარტნიორებს, “რესპუბლიკელებმა”, მივმართეთ საკმაოდ ვრცელი დოკუმენტით, რომელიც გამოქვეყნდა. ჩვენ ვთხოვეთ ყველას, რომ ყურადღებით გაეცნონ ამ დოკუმენტს. აქ საქმე ეხება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს. იმიტომ, რომ ისე, როგორც ყველგან, პოლიტიკაშიც არის კარგად განსასაზღვრი პრიორიტეტები იმ რესურსებით, რაც გვაქვს. პირველ რიგში რა საკითხებს ვაგვარებთ. იქნება მსჯელობა, როგორ განვითარდება მოვლენები.”   

 

       

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი