ახალი ამბები

პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე დასწრებას აპირებს

5 ნოემბერი, 2014 • • 965
პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე დასწრებას აპირებს

“ჩვენ ვემსახურებით ისეთ ერს, რომელსაც თავის ღირებულებებში ძალიან მტკიცე არჩევანი გააჩნია. ეს ევროპული არჩევანი არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამა გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება რეალურად შეუძლებელია, მაგრამ ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას. ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი. გამომდინარე აქედან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მე მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მთავრობის უახლეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე ვთხოვ პარლამენტს, რომ უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი