ახალი ამბები

მინდია ჯანელიძე: შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი

5 ნოემბერი, 2014 • • 1360
მინდია ჯანელიძე: შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი

“პირველი პრინციპი არის ის, რომ შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი, ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს”, – განაცხადა ჯანელიძემ.

 

მისივე თქმით, მეორე პრინციპი იქნება ის, რომ შეიარაღებულ ძალებში თითოეული მომსახურე ჯარისკაცისა და ოფიცრის პატივისცემას გამოხატავს სამინისტრო და გაგრძელდება მთავრობის კურსი შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის კუთხით.

 

ჯანელიძე ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან სათანადო თანადგომა იქნება იმ ჯარისკაცების, ადამიანების მიმართ, რომლებმაც “თავისი ქვეყნისთვის ყველაფერი გაიღეს”.

ახალი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისი მმართველობის პრინციპი დაეფუძნება კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და ეფექტურობას. მან განაცხადა, რომ შეეცდება შეძლებისდაგვარად ღია იყოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დაითხოვა. ალასანია აცხადებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი საფრთხეშია.

მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება
მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი