ახალი ამბები

კალაძე: მე არ მგონია, სახალხო პარტიაზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში

4 ნოემბერი, 2014 • • 1040
კალაძე: მე არ მგონია, სახალხო პარტიაზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში

“მე არ მგონია, რომ სახალხო პარტიაზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში. როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპულ ქვეყნებს ჩვენთან მიმართებაში, ეს ცნობილია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ უახლოს პერიოდში გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. თუმცა, რაც შეეხება სახალხო პარტიის განაცხადს, ყოფილი ჩინოვნიკები არიან ჩვეულებრივად დამნაშავეები, კონკრეტული საქმეებია მათ წინააღმდე, მიდმინარეობს გამოძიება, ზოგ შემთხვევაში გამოძიება დასრულებულია. თუ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ამ ადამიანების დანაშაულზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თანამდებობებზე იყვნენ, მაშინვე  არ გამოირიცხება ჩვენ პირობებში მოხდეს იგივე და ადამიანებმა ჩაიდინონ დანაშაული. კანონის წინაშე ყველა თანამდებობის პირი თანასწორია”,- განაცხადა კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. 

 

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, პარტია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს დაუჭერენ, მაგრამ კენჭისყრამდე მთავრობამ პოლიტიკური დევნის შესახებ შეკითხვებს ნათლად და მკაფიოდ უნდა უპასუხოს. 

 

“სიტუაცია საქართველოში რთულია, ევროპის სახალხო პარტია მხარს დაუჭერს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, მაგრამ კენჭისყრამდე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ფრთხილად, არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი, არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი, რომელიც ხელს შეუშლის ობიექტური გამოძიების ჩატარებას. ამის შემდეგ რატიფიცირებას მოვახდენთ. გააცანით ეს მოთხოვნები, ჩვენი პოზიცია ნათელია, იგივეს ველით თქვენგან “,- ითქვა საგარეო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ტელეკომაპანია “რუსთავი 2”- მა გადასცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი