ეკონომიკა

საქსტატი: ოქტომბერში ბოსტნეული 12,5% –ით გაძვირდა

3 ნოემბერი, 2014 • • 1530
საქსტატი: ოქტომბერში ბოსტნეული 12,5% –ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1,0%–ით, გაიზარდა, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

საქსატის მონაცემებით, 2014 წლის ოქტომბერში ფასების მნიშვნელოვანი მატება აღინიშნა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფზე –12,5 %. ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე -4,4 %;

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნულ სფეროში ფასების 0,9% –იანი  მატება დაფიქსირდა, რაც ოქტომბრის ინფლაციაზე 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა.

 

აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე ფასების 1,9-პროცენტიანმა მატებამ.

 

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასების 1,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რამაც თვის ინფლაციაზე -0,17 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ასევე, ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,0 პროცენტი).

 

2014 წლის ოქტომბერში 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში
3,4 პროცენტი შეადგინა.

 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით, რამაც
წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2,37 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

 

ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (35,6
პროცენტი), ხილი და ყურძენი (10,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (8,6 პროცენტი). ამასთან,
ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 5,6 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0,61 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა.

 

ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (10,6 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,3 პროცენტი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი