ახალი ამბები

მერიის თანამშრომელთა ტესტირებაზე ზღვარი 486-დან 196-მა თანამშრომელმა გადალახა

1 ნოემბერი, 2014 • • 909
მერიის თანამშრომელთა ტესტირებაზე ზღვარი 486-დან 196-მა თანამშრომელმა გადალახა

ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა, პირველ ეტაპზე 285 თანამშრომლიდან ტესტირებაში მონაწილეობა 242-მა თანამშრომელმა მიიღო, დადგენილი ზღვარი კი მხოლოდ 84-მა გადალახა. მეორე ეტაპზე კი 278 თანამშრომლიდან 244-მა მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა, ხოლო ზღვარი 84-მა მათგანმა გადალახა. ტესტირების შედეგად მინიმალური ზღვარი 290-მა თანამშრომელმა ვერ გადალახა.

 

ტესტი  60 კითხვისაგან შედგება. მერიის მიერ დადგენილი ბარიერის თანახმად, ტესტირებაში მონაწილე პირებმა შეკითხვების 75%-ს (45 შეკითხვას) სწორად უნდა უპასუხოს.

 

ატესტაციის მეორე ტური- გასაუბრება 7-14 ნოემბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი