ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

1 ნოემბერი, 2014 • • 869
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

“ვითხოვთ, გაუქმედეს აღკვეთის ღონისძიება და ალტერნატივის სახით ასევე ვითხოვთ, მათ მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. თავდაცვის სამინისტროს თითქმის მთელმა შემადგენლობამ მიმართა სასამართლოს, რათა მათ მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული აღmკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს აბარია ქვეყნის უსაფrთხოება, აბარია 5 მილიონი ადამიანის ბედი, სასამართლომ ჩვენდა გასაკვირად არ ანდო 5 ადამიანი”,- განაცხადა 5 ბრალდებულიდან სამის ინტერესების დამცველმა, გიორგი სამუშიამ.

 

თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებულებს თავდებში დაუდგნენ  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ვარლამ ავალიანი და თამარ ქაროსანიძე,  ასევე,  გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კბილცეცხლაშვილი და რომან ჯოხაძე.

 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით  29 ოქტომბერს წარუდგინეს. საქმე სასამართლოში საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილებოდა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი