ახალი ამბები

აქცია საბერძნეთის საელჩოსთან დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით

30 ოქტომბერი, 2014 • 1542
აქცია საბერძნეთის საელჩოსთან დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არც ერთ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან  და შეკრება თავიანთი ინიციატივით გადაწყვიტეს.

აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით.  30.10.2014
აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით. 30.10.2014

 

“სამეგობრო ვართ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, უბნებიდან,”– გვითხრა აქციის მონაწილემ, რევაზ რევაზაშვილმა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ირაკლი ონიანი ამბობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია და სხვა მონაწილეებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. მისივე თქმით, ეს ახალგაზრდები თავიანთი ინიციატივით შემოუერთდნენ.

აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით.  30.10.2014
აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით. 30.10.2014

 

“მივმართავთ საბერძნეთის მთავრობას, ვთხოვთ, რომ გადმოგვცეს მკვლელი დათა ახალაია. ახალაია არის ის ადამიანი, რომელიც ატერორებდა საქართველოში ბიზნესმენებს, კლავდა ახალგაზრდებს, არბევდა მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც დათა ახალაიამ გააკეთა და მისმა თანაგუნდელებმა ნაციონალური მოძრაობიდან, მოვითხოვთ, რომ დაისაჯონ, გაასამართლონ და ციხეში აღმოჩნდნენ,“– განაცხადა ირაკლი ონიანმა.

“9 წელსა” და “სამართლიანობის აღდგენაზე”  საუბრობდა რევაზ რევაზაშვილიც:

“ეგ უნდა იჯდეს ციხეში იმ პატიმრებთან ერთად, ვისაც აწამებდა. უნდა მიეცეს პასუხისგებაში, რა თქმა უნდა, ამით უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა, რასაც ჩვენ ვითხოვთ ამდენი ხანი, ქართველი ხალხი ითხოვს და 9 წლის განმავლობაში ელოდებოდა სამართლიანობა აღდგენილიყო და რეჟიმი გასამართლებულიყო,”– განაცხადა მან.

აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით.  30.10.2014
აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით. 30.10.2014

საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით დააკავეს.  საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ახალაიას ექსტრადიციის საკითხი განიხილეობოდა. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლითაა დაწყებული, თუმცა 16 ოქტომბერს საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა.

აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით.  30.10.2014
აქცია თბილისში საბერძნეთის საელჩოსთან კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით. 30.10.2014

 

აქციის ორგანიზატორის, ირაკლი ონიანის თქმით, საპროტესტი აქციები გაგრძელდება, სანამ საბერძნეთი საქართველოს დათა ახალაიას არ გადმოსცემს. მისი თქმით, შემდეგი აქცია დაახლოებით 1 კვირაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი