ახალი ამბები

ზუგდიდში შსს–ს თანამშრომელი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა

28 ოქტომბერი, 2014 • 1013
ზუგდიდში შსს–ს თანამშრომელი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა

შს მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და შენობის ნაწილის ნგრევა წყლის ავზის გასკდომამ გამოიწვია

 

„ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ერთი. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მოხდა წყლის ავზის გასკდომა და ამის შემდეგ მოყვა კედლის ნგრევა, რამაც გამოიწვია ე.წ. სინკარის ჩამოვარდნა და ისვენებდა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც დაეცა ზედ და მოყვა სიკვდილიანობა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

“რუსთავი 2–ის” ცნობით, შემთხვევის ადგილთან ახლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200–კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმა მდებარეობს.

 

“მინდა ხაზი გაუსვა, რომ გავრცელდა ინფორმაციები, რომ თითქოს რაღაც თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე, მოხდა აფეთქება, ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა, არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი აფეთქება არ მომხდარა, უბრალოდ მოხდა, ასე ვთქვათ, ორთქლის დაგროვება, ცხელი ორთქლის, რამაც გამოიწვია ამ ავზის გასკდომა და კედლის ნგრევა. მეტი ისეთი არაფერი არ მომხდარა, რაც პანიკები, ვთქვათ, გავრცელდა, ჭორები გავრცელდა საინფორმაციო წყაროებში,”– ნათქვამია ვახტანგ გომელაურის განცხადებაში

 

მინისტრის მოადგილის ცნობით, გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ კი მას სახლში გადაასვენებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი