ახალი ამბები

IDFI: თსუ-ში პრემიებისა და დანამატის სახით 6 მილიონი ლარი გაიცა

27 ოქტომბერი, 2014 • • 1099
IDFI: თსუ-ში პრემიებისა და დანამატის სახით 6 მილიონი ლარი გაიცა

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ლიდერობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 549 824.86 ლარით.

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ტექნიკური უნივერსიტეტი 2 250 361 ლარით. 448 079 ლარიდან 938 146.5 ლარამდე მერყეობს უნივერსიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების რაოდენობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აცხადებს ორგანიზაცია.

IDFI-მ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებულ 10 უნივერსიტეტს 2013 წლის აპრილს გაუგზავნა 190 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014

ორგანიზაციამ წერილით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

IDFI-ის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 75.3% შეადგენს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე უნივერსიტეტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს 99%–ით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეორე ადგილასაა 96.1%-ით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რიგით მესამე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია 89.2%-ით, აცხადებს IDFI.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვეენებლი აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, რომელმაც IDFI-ს არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014

მასალების გადაბეჭდვის წესი