ახალი ამბები

ოთარ დანელია: “აიფონ-6”-ის თემის ესკალაცია კონკრეტული ინტერესების გამო მოხდა

26 ოქტომბერი, 2014 • • 1147
ოთარ დანელია: “აიფონ-6”-ის თემის ესკალაცია კონკრეტული ინტერესების გამო მოხდა

მინისტრა მიაჩნია, რომ ამ თემის ესკალაცია ხელოვნურად მოხდა და გარკვეულ ინტერესებს ემსახურება: 

 

“მე ვიტყოდი, ეს იყო საკმაოდ უცნაური თემის ესკალაცია, იმიტომ, რომ ეს არანაირ საფუძველს არ ეყრდნობოდა. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი, იმიტომ, რომ სამინისტროში ყიდულობენ ნივთებს, როგორც ლეპტოპებს, მანქანებს, ისე ტელეფონებს. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, უბრალოდ, რატომღაც ალბათ კონკრეტული ინტერესების გამო მოხდა თემის მაღალ დონეზე ესკალაცია” – განუცხადა დანელიამ ჟურნალიტებს.  

 

ბიუჯეტის სახსრებით სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის iPhone 6 –ის ყიდვის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2014 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა.  

 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მინისტრ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი iPhone 6 იყიდა, რომელიც საქართველოში გაყიდვაში 1 თვის წინ, 2014 წლის 17 სექტემბრიდან შემოვიდა.

 

სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრისთვის ბოლო მოდელი ტელეფონი მას შემდეგ იყიდეს, რაც მას iPhone 5 დაუზიანდა.

 

23 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი  iPhone 6 –ის საფასური პირადი ანგარიშიდან გადაფარა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი